Thursday, May 6, 2010

სახვითი ხელოვნების დარგები

1.პროექტის სახელი:
სახვითი ხელოვნების დარგები.

2.პროექტის მოკლე აღწერა:
მოსწავლეები გაეცნობიან სახვითი ხელოვნების დარგებს.

3პროექტის სრული აღწერა:
ჩემს მიერ მოძიებული ვიდეო მასალისა და თვალსაჩინოების საშუალებით, ბავშვები გაეცნობიან თითოეულ დარგს და შეექმნებათ მათ შესახებ წარმოდგენა, როგორც ინფორმაციის თვალსაზრისით, ასევე ვიზუალურად.

4.მონაწილეთა ასაკი:
12 წელი

5.ვადები/ხანგრძლივობა:
2 კვირა მაისის თვეში.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
ბავშვები მუშაობენ როგორც ინდივიდუალურად, ასევე წყვილებში.

7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:
ბავშვებს შეექმნებათ წარმოდგენა სახვითი ხელოვნების დარგებზე. შეძლებენ მათ გარჩევას ერთმანეთისგან. ისინი პრაქტიკულად ქმნიან ნამუშევრებს, საუბრობენ მათზე და აკეთებენ მითითებას თუ სახვითი ხელოვნების რომელ დარგს განეკუთვნება მათი ნამუშევარი. ბავშვები აწყობენ საკლასო გამოფენას და საუბრობენ ერთმანეთის შემოქმედებაზე.

8. სარგებელი სხვებისთვის:
აპ პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნის საფუძველზე მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენებას. იქნება ეს ქუჩაში, სახლში, თუ გალერეებში. ისინი შეძლებენ სახვითი ხელოვნების ნიმუშების შეფასებას და იმსჯელებენ მათი ასაკის შესაბამისად.


9.სამუშაო ენა:
ქართული

10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
პროექტის ფარგლებში ვიმუშავებ მხოლოდ ჩემი კლასის ბავშვებთან

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში:
გაკვეთილის ფარგლებში მიღებულ ცოდნას მჭიდრო კავშირი აქვს როგორც ისტორიასთან, ასევე გეოგრაფიასთან. ამ პროექტის ფარგლებში მოსწავლეები იძენენ პრაქტიკულ უნარ - ჩვევებს, ეცნობიან და ეუფლებიან სახვითი ხელოვნების ელემენტებს/პრინციპებსა და გამომსახველობით ხერხებს, სხვადასხვა ტექნიკას, მასალას, იარაღსა და პროცედურებს.

12.პროექტის ფასილიტატორი:
პროექტის ფასილიტატორი ვიქნები მე, მაია ბერაია

13.ფასილიტატორის ელ . ფოსტა:
maia.beraia@gmail.com

14.პროექტის ფორუმი:

15. პროექტის ვებ_გვერდი/ბლოგი:
maiaberaia.blogspot.com

No comments:

Post a Comment